სოტბის აუქციონზე ფრიდა კალოს სურათი რეკორდულ თანხად გაიყიდა

17 ნოემბერი 2021, 13:30 649 ნახვა

ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“   34 მილიონ 900 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

ეს ლათინოამერიკული მხატვრის ნამუშევრისთვის რეკორდული თანხაა. 

1949 წელს შექმნილ  სურათზე მხატვარი მაყურებელს ცრემლებით სავსე თვალებით უყურებს.   მას შუბლზე  მეუღლის, ასევე მხატვრის დიეგო რივერის  პორტრეტი აქვს  გამოსახული, რომელსაც, თავის მხრივ, შუბლზე მესამე თვალი აქვს.  

ნამუშევარი ნიუ-იორკელი კოლექციონერის მემკვიდრემ  გაყიდა, რომელმაც იგი 1990 წელს ასევე სოტბის აუციონზე მილიონ 400 ათას ამერიკულ დოლარად იყიდა.  მანამდე ეს სურათი მხატვარი წყვილის მეგობარს ჩიკაგოელ მწერალს ფლორენს არკინს ეკუთვნოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში