№18 დაწესებულებას გააჩნია მოშიმშილე პაციენტების მართვისა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის გამოცდილება - პენიტენციური

17 ნოემბერი 2021, 16:25 762 ნახვა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ №18 დაწესებულებას გააჩნია მოშიმშილე პაციენტების მართვისა და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილება. 

ექიმის განმარტებით, სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით.

''2019 წლიდან დღემდე შიმშილობის 2 231 ფაქტი დაფიქსირდა. პაცინეტების დიდმა ნაწილმა  შეწყვიტა შიმშილობა და შემდეგი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელი მოხდის ადგილზე, ნაწილი კი რომელსაც შიმშილობის შემდგომი დეფექტები დაუფიქსირდა გადმოყვანილი იქნა №18 დაწესებულებაში, სადაც რეაბილიტაცია გაიარეს. 

№18 დაწესებულებას გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის. 

მინდა დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გუშინ გახმოვანდა, დაწესებულებაში გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან პერსონალი. ეს ადამიანები ჩვენთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც. 

დაწესებულებაში არის ყველა რესურსი სათანადო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე კვალიფიციური პერსონალი, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა'' - განაცხადეს ბრიფინგზე  სანდრო მათეშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში