მოქალაქეებს ,,მწვანე პასპორტის” აპლიკაციის გამოყენება დღეიდან შეეძლებათ

17 ნოემბერი 2021, 17:43 1918 ნახვა

ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის კოვიდ სტატუსს განსაზღვრავს უკვე ჩაეშვა. მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში. 

აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით

აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health უკვე ხელმისაწვდომია Iphone-ის მომხმარებლებისთვის App Store-ში, ანდროიდის მომხმარებლებმა კი აპლიკაცია ამ ეტაპზე ბმულის მეშვეობით უნდა გადმოწერონ.

პირველი დეკემბრიდან მხოლოდ ''მწვანე პასპორტით'' შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, ასევე საკონცერტო დარბაზებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში. 

მოქალაქეს მწვანე სტატუსი ენიჭება, თუ აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, ბოლო 72 საათში PCR ან 24 საათში სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მწვანე სტატუსით ისარგებლებენ პირებიც, რომლებსაც პანდემიის განამვლობაში კორონავირუსი გადატანილი აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე აპლიკაციაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ვირუსის გადატანის მონაცემია ნაჩვენები.

აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მიმართონ და „მწვანე პასპორტი“ ბეჭდური ფორმით მიიღონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში