პრობლემა და პროტესტი შაინიძის 12-ში

17 ნოემბერი 2021, 19:36 977 ნახვა

ბათუმში, შანიძის 12 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლი ავარიულია, ყოველდღიურად სამშენებლო მასალები ცვივა  და იქ გაჩერება საშიშია. 14 ოჯახი ამ დროისთვის ღია ცის ქვეშ რჩება, სახლში შესვლას მოსალოდნელი საფრთხის გამო არ აპირებენ  და   მერიას დროებით თავშესაფარს სთხოვენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტს შენობის ავარიულობის შესახებ რამდენჯერმე აცნობეს,  ექსპერტიზის მოთხოვნით ორი თვის წინ განცხადებაც კი დატოვეს, თუმცა სახლი ამ დრომდე არავის შეუსწავლია. მერიის წარმომადგენლები მათთან გუშინ მივიდნენ და დაპირდნენ, რომ შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები შეისწავლიან. როგორც მერიაში გვითხრეს, სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.  მათ შორის შანიძის ქუჩის 12 ნომერში მცხოვრებთა ქირით გაყვანის თაობაზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში