არ შესწავლილა საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა მე-18 დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს - ომბუდსმენი

17 ნოემბერი 2021, 23:44 1190 ნახვა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით,  ექიმთა ჯგუფს არ შეუსწავლია საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"დიახ, სტრასბურგის სასამართლო დაჟინებით სთხოვს პაციენტს, შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არ შესწავლილა, რადგან პატიმარი ამბობს, რომ ის ამ დაწესებულებაში შიმშილობას არ შეწყვეტს და მზად არის სიკვდილისთვის, თუ გააგრძელებს ამ დაწესებულებაში მკურნალობას. შესაბამისად, ის საკითხი განსახილველად არ დამდგარა, რადგან პაციენტი ამბობს უარს და რა უფლება ჰქონდათ ექსპერტებს, ექიმებს, ემსჯელათ ისეთ საკითხზე, რაზეც პაციენტი აცხადებს უარს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი საქართველოს  ესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში