აჭარაში კოვიდი კიდევ 190 ადამიანს დაუდასტურდა 

18 ნოემბერი 2021, 10:45 1134 ნახვა

18 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 158 პირი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობას გადის 1 747 ადამიანი, მათ შორის Covid კლინიკებში 542, Covid სასტუმროებში 227, ხოლო ონლაინ კლინიკაში 978.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 38 პირი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. 

გუშინ საქართველოში 50 026 ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში