პასუხისგებაში მისცეს მოქალაქე, რომელმაც სარფში 5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობა შემოიტანა - საგამოძიებო 

18 ნოემბერი 2021, 10:17 1351 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი.

საბაჟო კონტროლის შედეგად მაკონტროლებლებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი აღმოაჩინეს.  ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში