გარდაიცვალა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი - მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება

18 ნოემბერი 2021, 11:37 6179 ნახვა

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. პროცედურა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის  გარდაცვალებითაა განპირობებული.

იურისტების განმარტებით, არჩევნები 6 თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძე იყო ის ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის გადაბირებასაც  ''ქართული ოცნება'' ზეწოლით ცდილობდა, თუმცა მის გარდაცვალებასთან ამ ფაქტს არ აკავშირებენ.

მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შედის აღმაშენებლის ნაწილი, აეროპორტის დასახლება და გონიო.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი დღეს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 14 წევრი იქნება, „ლელოს“ ერთი, ''გიორგი გახარიას'' პარტიას – 2 წევრი და 1 დამოუკიდებელი დეპუტატი. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში