ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია

18 ნოემბერი 2021, 11:01 1178 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს   თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია. ყოფილი თავმჯდომარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს საქმიანობას.

დავით მამისეიშვილი  ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს  2016 წლიდან იკავებდა და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. ამ თანამდებობაზე ვადა მას რამდენჯერმე გადაუვადდა.

დავით მამისეიშვილს ბათუმში არაერთ გახმაურებულ საქმესთან  დაკავშირებით აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, თუ  ვინ უხელმძღვანელებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამ ეტაპზე აქ სულ 10 მოსამარლე მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში