გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებულებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

19 ნოემბერი 2021, 10:06 782 ნახვა

გერმანიის ხელისუფლებამ არავაქცინირებული პირებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა კრიზისული შტაბის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობენ კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი და რეგიონების ხელმძღვანელები.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 ათასს 370-ს გადააჭარბა.

გერმანიაში მოქმედებს „ორი ჯი“  წესი: საზოგადოებრივ ადგილებში, რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზებში, წვდომა მხოლოდ მათთვისაა, ვინც ვაქცინირებულია ან დაავადებულია ჩოვიდ-19-ით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში