აშშ ჩინეთში დაგეგმილი ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს განიხილავს

19 ნოემბერი 2021, 09:55 584 ნახვა

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ჩინეთში დაგეგმილი ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მანამდე, „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს გეგმავს. მათი ინფორმაციით, აშშ აპირებს, არ გააგზავნოს ოფიციალური პირები ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

ჩინეთში ოლიმპიური თამაშების დიპლომატიური ბოიკოტისკენ აშშ-ის ადამინისტრაციას მოუწოდეს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა.

ამის მიზეზად ისინი ჩინეთის ხელისუფლების მიერ უიღური მუსლიმების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს ასახელებენ, რასაც პეკინი უარყოფს. 

ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდეა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში