საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს

19 ნოემბერი 2021, 10:05 691 ნახვა

საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარიზს, ბერლინსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხზე კონფიდენციალური მიმოწერის გასაჯაროებას.

საფრანგეთი და გერმანია აცხადებდნენ, რომ დონბასის საკითხზე ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დიპლომატების შეხვედრის ჩატარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უარის გამო ვერ მოხერხდა.

თავის მხრივ, რუსეთის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ დიპლომატიური მიმოწერის გასაჯაროება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ დასავლეთი დონბასის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენდა და ლავროვს შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, არამედ უბრალოდ შეთავაზებულ პერიოდში დრო არ ჰქონდა.

“რუსეთის მიერ გასაჯაროებული მიმოწერა არსებითად არაფერს ცვლის, რადგან უკრაინის საკითხზე შეხვედრა მაინც არ შედგა. „მე არაფერი გამკვირვებია. ჩემს წერილებს გაზეთებში ხშირად ვკითხულობ. დასამალი არაფერი გვაქვს“,- განაცხადა მერკელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში