ამაზონის ტყეების გაჩეხვამ ბოლო ათწლეულში მაქსიმუმს მიაღწია

19 ნოემბერი 2021, 14:15 1235 ნახვა

ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხეების გაჩეხვამ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ტყეების განადგურება წელიწადში 22%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 2020 წლიდან 21 წლამდე პერიოდში დაახლოებით 13 ათას  235 კვ. კმ ტყე გაიჩეხა, ეს 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამაზონში დაახლოებით სამი მილიონი მცენარე და ცხოველი და ერთი მილიონი მკვიდრი ადამიანი ცხოვრობს. მისი ტყეები სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის მარაგია, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს ანელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში