ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა

20 ნოემბერი 2021, 12:05 1207 ნახვა

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. შეხვედრა 14 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. 2022 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება, რისთვისაც  107 მილიონ 373 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21 მილიონით  განისაზღვრა ; განათლებაზე კი  - 26 მილიონ 792  ათასი ლარი, ხოლო მაგალითად ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისთვის  - 18მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში