აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მიმართულების ხედვების პრეზენტაცია

20 ნოემბერი 2021, 12:02 987 ნახვა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულების მოკლე და გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია ,,თავისუფალ სივრცეში“ წარადგინა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს დაგეგმილი სიახლეები, კერძოდ: იგეგმება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ბიუჯეტის, შესაბამისად მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა.

ასევე დაგეგმილია, ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა და პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები. გაიზრდება მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებიც. სამინისტრო 2022 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას აანონსებს და 3 251 400 ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში