წირვა ხმაურისა და პროტესტის ფონზე

21 ნოემბერი 2021, 15:38 1174 ნახვა

მეუფე სტეფანეს არცერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, აქ არცერთი ადამიანი არ იღებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა მამა ათინოგენემ განაცხადა.მისი თქმით, ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს ჩოხოსნები და პოლიცია ძალის საჩვენებლად მიჰყავს. საპასუხოდ მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ამ ფორმით განკვეთილი ბერები ღმერთს და ეკლესიას ებრძვიან.

დღეს, მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ. წირვას ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აღავლენს. მეუფე სტეფანეს ადგილზე განკვეთილი ბერები პროტესტის ნიშნად შეძახილებით დახვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში