ქალთა უფლებადამცველების საპროტესტო აქცია საფრანგეთში

21 ნოემბერი 2021, 15:00 1046 ნახვა

პარიზსა და ზოგადად საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა აქციებზე, რომლებზეც მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდეს. 

დემონსტრანტთა ინფორმაციით, ყოველ სამ დღეში სულ მცირე ერთი ქალის მკვლელობა ხდება, ამჟამინდელი ან ყოფილი პარტნიორის მიერ. მათი თქმით, მარტო მიმდინარე წელს საფრანგეთში 100-ზე მეტი ქალია მოკლული. ამასთან, მათი თქმით, საჭიროა ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა და ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში