ქართველმა პარამოფარიკავეებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე 7 მედალი მოიპოვეს

21 ნოემბერი 2021, 23:31 950 ნახვა

ქართველი პარამოფარიკავეების ტრიუმფი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი, პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება.

ჩვენმა პარამოფარიკავეეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი,რაპირა,დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს.

ირმა ხეცურიანი-ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გვანცა ზადიშვილმა-ხმალში ვერცხლი აიღო.

ნინა თიბილაშვილმა - ხმალში, რაპირაში და დაშნაში-სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში