სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - პრემიერი

22 ნოემბერი 2021, 11:33 1473 ნახვა

სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც  რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ სოციალურ პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა.

"დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არის მოტივირებული სამუშაო ადგილის მოსაძებნად, დასაწყებად. ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს, შემდეგ ქულები აკლდებათ და კარგავენ სოციალურ დახმარებას. სეზონური სოციალურ სამუშაოები თუ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი, არ არიან დაინტერესებული, რომ დასაქმდნენ ამავდროულად სხვა საქმითაც  და დამატებითი შემოსავლი მიიღონ. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთი მხრივ, სულ მცირე ის დახმარება რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება, ორი-სამი სამუშაო იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ მაცივარიც, ტელევიზორიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ, მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ პერსპექტივას, განცდას, რომ დასაქმდნენ რეალური შრომით, რეალური საქმით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 250 000 ადამიანი, რომელიც არის შრომისუნარიანი და სოციალურ დახმარებას იღებს. 

ახალ ინიციატივაზე რამდენიმე სამინისტრო და სამთავრობო გუნდი იმუშავებს. წლის ბოლოს გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებს უპასუხებს. პრემიერი ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოქალაქეების გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლებსაც სოციალური პირობები უნდა გაუუმჯობესდეს.

ის ადამიანები  რა შემოსავალსაც იღებენ სოციალური სტატუსით, ახალი შესაძლებლობა მიეცემათ და შემოსავალი უნდა  გაეზარდოს. უნდა მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლება. ასეთი 200-250 000 ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია. ჩვენ ერთობლივი ძალებით ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება  საზოგადოების ჩართულობა, რომელსაც ზალა შესწევს საქმე აკეთოს'' - განაცხადა დავითაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში