რუსეთი უკრაინასთან ომისთვის ემზადება-სააგენტო ბლუმბერგი

22 ნოემბერი 2021, 15:31 1273 ნახვა

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება 2022 წლის დასაწყისში და მას სამი მიმართულებიდან ყირიმიდან, მატერიკიდან და ბელარუსიდან განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად,  გასულ კვირას  ვაშინგტონმა ევროპელ პარტნიორებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები, მათ შორის რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია რუსული სამხედრო კონტინგენტისა  და არტილერიის  კონცენტრაცია ეგრეთწოდებულ უკრაინასთან ომის მზადების ფარგლებში.  ვარაუდობენ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს ასი ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც პოტენციური ხანგრძლივი ოკუპაციისთვის არიან გაწვრთნილები. ბლუმბერგის ინფორმაციით, ტაქტიკური ჯგუფების ნახევარმა თავისი პოზიციები უკვე დაიკავა, სამხედროებს ავიაციაც გაუწევს მხარდაჭერას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში