დინამო ”ბათუმმა” ევროპალიგის საგზური მოიპოვა

10 დეკემბერი 2016, 00:00 3962 ნახვა

ბათუმის  დინამოს საფეხბურთო  კლუბმა მორიგი  ტიტული  მოიპოვა.  ეროვნული  ჩემპიონატის  მცირე  ფინალში  დინამოელებმა  ქვეყნის  ყველაზე  ტიტულოვანი  კლუბი თბილისის  დინამო  დაამარცხეს  1-0  და  ბრინჯაოს  მედლების  მფლობელები  გახდნენ.   მატჩის  მეთექვსმეტე  წუთზე  გიორგი  ქავთარაძის  პასი  ბათუმელთა  კაპიტანმა თეიმურაზ  შონიამ  გოლად  აქცია.  მატჩი გორის  ნაცვლად, თბილისის  მიხეილ  მესხის  სახელობის  სტადიონზე  გაიმართა, რადგან  გორში  სტადიონი  დათოვლილი  იყო. ბათუმის  დინამოს  ისტორიაში  ეს  მეხუთე  ტიტული  გახლდათ. მომავალ  წელს  დინამო  ევროპალიგის  გათამაშებაზე  მიიღებს  მონაწილეობას.   

ამავე კატეგორიაში