ვაქცინაციის პრობლემა

22 ნოემბერი 2021, 19:37 1138 ნახვა

ვაქცინაცია მთავარია, რაც კორონავირუსისგან გვიცავს - უკვე თვეებია ეს არის ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება, რომ ყველა მოქალაქე აიცრას, რათა ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზე არ მივიდეს. საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა მცირდება, იკლო პირბადის გაკეთების მაჩვენებელმაც. ეს მაშინ, როდესაც საქართველო 100 ათას მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 55 გარდაცვლილი, 1 856 ახალი შემთხვევა და 5 530 გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის ახალი მონაცემები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში