გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პირველ დეკემბრამდე, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

23 ნოემბერი 2021, 11:32 1276 ნახვა

პირველ დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია, ექვსი თვის ასაკიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

"22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა"- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში