ბულგარეთი ტრაგედია

23 ნოემბერი 2021, 10:51 1094 ნახვა

ბულგარეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა დასავლეთ ბულგარეთში, სოფელ ბოსნეკთან ავტომაგისტრალზე მოხდა. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები.

შვიდი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით ჰოსპიტალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში მიემგზავრებოდა.

სოფიაში მდებარე ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეა.

მომხდართან დაკავშირებით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი ბულგარელ კოლეგას ესაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში