დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

23 ნოემბერი 2021, 11:51 1043 ნახვა

სამოქალაქო მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელი აცხადებს, რომ ონლაინ კაზინოები სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს და ამ კანონპროექტის მიღებას წლებია ითხოვს.

თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის შექმნის დღიდან მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა სამთავრობო უწყებებთან, თუმცა მის ინიციატივას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომ მისთვის უცნობია რატომ შეიცვალა ახლა გადაწყვეტილება პრემიერ -მინისტრმა.

მისი თქმით, ამ ბიზნესს წლიდან წლამდე მოგების მილიონობით ბრუნვა ჰქონდა  და შავი ფულის გასათეთრებლად ონლაინ კაზინოები ერთერთი საშუალება იყო. ორგანიზაცია კაზინოებზე რეკლამების გაუქმებასაც მიესალმება .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში