ბაიდენი თეთრ სახლში დარჩენას მეორე ვადიდათ აპირებს

23 ნოემბერი 2021, 13:01 587 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა: დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა.

ჯო ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა, რის გამოც „დემოკრატიული“ პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მან კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობაზე შეიძლება უარი თქვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში