თურქეთში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს

23 ნოემბერი 2021, 13:02 770 ნახვა

თურქეთს კრიმინალთან ბრძოლაში ინტერპოლის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინტერპოლის 89-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეების წინაშე ვიდეომიმართვით გამოსვლისას განაცხადა.

"ინტერპოლთან  მჭიდრო  თანამშრომლობას  ველოდებით განსაკუთრებით ფეტოსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტების ექსტრადიციის საკითხებში. ტერორისტები, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ საფუძვლებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ქუჩებში თავისუფლად არ უნდა დასეირნობდნენ“ - განაცხადა ერდოღანმა. 

23-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სტამბულში კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერპოლის 89-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში