სიახლე მწვანე პასპორტებზე

23 ნოემბერი 2021, 14:52 1170 ნახვა

18 წლამდე ასაკის პირისთვის სხვადასხვა ობიექტში შესვლისას „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე;

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში