აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

24 ნოემბერი 2021, 10:48 679 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 102 პაციენტი, გარდაიცვალა 2.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 333 პირი.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 525 პაციენტი, მძიმეა 126 მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 44.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 212 პირი, საკარანტინო სივრცეში 9.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში