თურქეთი აქციები

24 ნოემბერი 2021, 14:05 769 ნახვა

თურქული ვალუტის მორიგი გაუფასურების შემდეგ თურქეთი სტიქიურმა პროტესტმა მოიცვა, ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლებია.

აქციის მონაწილეები თურქეთის მმართველ პარტიას და ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. პროტესტის მონაწილეები ხმაურის გამოწვევას ცარიელი ქვაბებით ცდილობენ.

საპროტესტო გამოსვლებია სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, სადაც პოლიციამ 10 მდე ადმიანი უკვე დააკავა. ამ დროისთვის 1 დოლარის ფასმა 12,99 თურქულ ლირას მიაღწია, 1 ევრო კი 14,16 ლირა ღირს.

საერთაშორისო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლაა.

ერდოღანს სურს ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში ჩაერიოს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად შეამციროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში