მესტია-უშგულის მონაკვეთზე მისაბმებლიანი ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება

24 ნოემბერი 2021, 10:56 619 ნახვა

თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, უშგული-ლასდილი საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში