ეპიდვითარება მცირედით დასტაბილურდა, თუმცა სურათი კვლავ რთული რჩება - თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2021, 14:24 567 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაციის ნიშნებია, თუმცა სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება.

„ეპიდემიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3 000-ზე მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული პერიოდის იმავე მაჩვენებლებთან შედარებით. გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ორშაბათს, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, პირველად, ჩატარებული აცრების რაოდენობა 10 ათას მიუახლოვდა.

„ 8 ნოემბრის შემდეგ, რაც გააქტიურდა 60 წლის ზემოთ პირთა წახალისების პროგრამა მოიმატა ვაქცინირებულების რაოდენობამ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში