გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შესაძლებელია ორივე ერთდროულად გაკეთდეს - თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2021, 14:31 924 ნახვა

გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია ორივეს ერთდროულად გაკეთება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველ დეკემბრამდე ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია უსასყიდლოდ. გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის. შესაძლოა, ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, პაციენტი თუ მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარკვეული ინტერვალი, ესეც დასაშვებია და შესაძლებელია ამის გაკეთება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში