ე.წ ტვინდემია, ანუ გრიპის და კორონავირუსის ზედდება ჯერ არ დაფიქსირებულა - ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2021, 15:28 937 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაბამისად "ტვინდემია" ანუ გრიპის და კორონავირუსის ზედდების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას დროულად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

"ქსელში ამ დროისთვის 100 000 დოზა არის და ამიტომ გუშინწინ შევიდა ცვლილება, რომ პირველ დეკემბრამდე ვაქცინა ყველასთვის იყოს უფასო და გაკეთდეს ყველა იმ პოლიკლინიკაში სადაც ზოგადად ვაქცინაცია მიმდინარეობს"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში