შვედეთის მთავრობას სათავეში ქალი პირველად ჩაუდგება

24 ნოემბერი 2021, 18:29 827 ნახვა

შვედეთის პარლამენტმა კი უკვე აირჩია ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.  იგი ასევე სოციალ-დემოკრატი  მაგდალენა ანდერსონი გახდა. 2014 წელს ანდერსონმა შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა და პირველი ქალი გახდა, რომელმაც მთავრობაში ეს პოსტი ჩაიბარა.  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა თანამდებობა ივნისში დატოვა. 21 ივნისს პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში