ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ის გავრცელების რეკორდული მაჩვენებლებია

24 ნოემბერი 2021, 18:31 1017 ნახვა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა.  სლოვაკეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით 5 მილიონ ნახევარია, ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 ათას 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის  28 ათას  380 ახალი შემთხვევა დადასტურდა პოლონეთში, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყების შემდეგ.  გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში ვირუსს კიდევ 460 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა ჩეხეთშიც, სადაც პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში