სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლის

11 დეკემბერი 2016, 00:00 3322 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ. მათივე განმარტებით, ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, პურის, როგორც პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია.  სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. 

ამავე კატეგორიაში