ქობულეთში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ნოემბერი 2021, 20:00 2015 ნახვა

14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის საქმეში ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟაშვილმა მიიღო.

მოზარდის დაღუპვის შემდეგ 24 წლის ნ.ტ. დააკავეს, რომელსაც გამოძიება მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა.

მოსამართლემ ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები და დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია დაღუპულის ბაბუაც, რომელსაც ოჯახში ძალადობის ბრალდებით აგვისტოში ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ძალადობის ბრალდებაში კი გამართლდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში