აჭარაში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 ნოემბერი 2021, 10:43 775 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1018 პირი.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 506 პაციენტი, მძიმეა 126-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 42 პირი.

ამ დროისთვის კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 247 პირი, საკარანტინო სივრცეში 9.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში