სისხლის გაღების აქცია

11 დეკემბერი 2016, 00:00 3248 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს. სისხლის ჩაბარების აქცია, უკვე მესამე წელია, პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. მასში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.

ამავე კატეგორიაში