გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის უფლებას თუ არ მისცემენ, სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს - ბექა ბასილაია

25 ნოემბერი 2021, 15:56 834 ნახვა

გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის უფლებას თუ არ მისცემენ, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მივიდეს.

„ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა.

29 ნოემბერს არის სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უპირობო შემსრულებელს, სააკაშვილის დიდი სურვილია, რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და მიმართოს ქართველ ხალხს, ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს"- განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში