განაჩენი სქესობრივ დანაშაულზე

25 ნოემბერი 2021, 16:22 2341 ნახვა

14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის საქმეში ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოზარდის დაღუპვის შემდეგ 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც გამოძიება მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. მოსამართლემ ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ბრალდებულის ოჯახის წევრები და დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია დაღუპულის ბაბუაც, რომელსაც ოჯახში ძალადობის ბრალდებით აგვისტოში ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ძალადობის ბრალდებაში კი გამართლდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში