სტამბოლში ათობით დემონსტრანტი დააკავეს

25 ნოემბერი 2021, 16:40 897 ნახვა

მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ სტამბოლში გამოსულ  აქციის მონაწილეებზე  პოლიციამ ძალა გამოიყენა. დაკავებულია 40 ადამიანი.კადიკეის რაიონში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც  მთავრობის გადადგომას  ითხოვდენენ, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.  გადაკეტა  ის მოედანი, სადაც საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმებოდა, დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ რაიონის ადმინისტრაციამ აქციების გამართვა ერთვიანი ვადით აკრძალა. თურქეთის უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ  სოციალურ ქსელებში ლირის კურსის მკვეთრად დაცემის გამო ქუჩის პროტესტებისკენ მოწოდებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში