საქართველოში კორონავირუსის 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

26 ნოემბერი 2021, 10:45 900 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3742.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 47 111. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში