ომბუდსმენი: გენდერული თანასწორობა

26 ნოემბერი 2021, 11:48 550 ნახვა

გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას ისახავს საქართველოს სახალხო დამცველი შეუერთდა.

ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრობლემური და დაფარული ხასიათი, ასევე  განსაკუთრებით მძიმე პრობლემად რჩება ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა არ მოადუნონ ყურადღება და კვლავ პრიორიტეტად დაისახონ ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში