საპროტესტო მსვლელობა სტამბოლში

26 ნოემბერი 2021, 12:48 773 ნახვა

სტამბოლში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე საპროტესტო მსვლელობით აღნიშნეს.

ქალაქის ცენტრალურ თაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა ათასობით ადამიანმა, უმეტესად ქალებმა, მოაწყვეს.  ისინი თურქეთში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვდნენ.

დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ.  სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წიწაკის აირი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.

მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ სტამბოლის კონვენცია დატოვა, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ქალთა უფლებების დასაცავად ადგილობრივ კანონებს გამოიყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში