ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა

26 ნოემბერი 2021, 13:18 904 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში