ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

26 ნოემბერი 2021, 12:09 698 ნახვა

ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს  კარლოს არტურ ნუზმანს კორუფციისთვის 30 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ნუზმანი დაკავშირებული იყო 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის არჩევნებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების ხმების მოსყიდვაში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. 

79 წლის ნუზმანს ციხეში მანამ არ ჩასვამენ, სანამ მის საქმესთან დაკავშირებით ყველა აპელაციას არ განიხილავენ.

პატიმრობის სხვადასხვა   ვადები შეეფარდათ ასევე ბიზნესმენს არტურ სუარეშს, რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორს სერჯიო კაბრალს და რიო-2016 ორგკომიტეტის გენერალურ დირექტორს ლეონარდო გრაინერს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში