მექსიკაში საპროტესტო აქციაზე 3 ადამიანი მოკლეს

26 ნოემბერი 2021, 11:50 893 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის აღნიშვნა  მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა.   ქალაქ გუაიმასში ფემინისტური მარშის დროს სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შტატის გენერალურმა პროკურატურის მონაცემებით, დაღუპულებს შორის  ორი მამაკაცი და ერთი ქალია.

გარდაცვლილი მამაკაცები ქალაქის მერის დაცვის წევრები იყვნენ, ქალი კი ფემინისტური პროტესტის მონაწილე. გუაიამაში გამართული აქცია ერთ-ერთი იყო იმ დემონსტრაციებს შორის, რომელიც მექსიკის სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში