მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას და არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს - ადვოკატი

26 ნოემბერი 2021, 15:54 809 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე  მინიმუმ და ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი, მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის იმაზე სუსტად, ვიდრე ადრე.

"უჭირს აქტიური მოძრაობა. ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის იმ დონის ცუდად ყოფნა ან იმ დონის პრობლემა, რომ ხელი შეეშალოს მას, ან ვერ შეძლოს სასამართლოს პროცესზე გამოცხადება და დასწრება. მას აქვს ძალიან დიდი სურვილი და შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლო პროცესს და წარდგეს ქართული საზოგადოების წინაშე.

არა სამართლიანი სასამართლოს წინაშე, არამედ ქართული საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება ულტიმატუმს, დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებია, რადგან ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, რათა მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო.

ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს. მინდა განვმარტო, 29 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ეს აქცია ბატონი პრეზიდენტის შეფასებითაც და ზოგადად, უნდა იყოს და არის მკაცრად საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარდება აუცილებლად და არ გაბედოს რომელიმე ჩინოვნიკმა, მოიყვანოს ეს აქცია, როგორც რაიმე ტიპის არგუმენტი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდეს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში